Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დროებითმა მთავრობამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა


ყირგიზეთის მოსახლეობა გლოვობს
ყირგიზეთის მოსახლეობა გლოვობს
ყირგიზეთში დროებითმა მთავრობამ ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, სადაც მასობრივი არეულობების შედეგად, ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, 76 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის გამო, დროებითმა მთავრობამ პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა პრეზიდენტ ბაკიევის ძმას, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს და ის ძებნილად გამოაცხადა. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, ბიშკეკში დაშავდა 1520 ადამიანი, რომელთაგან 500-ზე მეტი კვლავ საავადმყოფოებშია. ყირგიზეთის დედაქალაქში არეულობა იყო გასულ ღამითაც, რის შედეგადაც 70-მდე ადამიანი დაიჭრა. დროებითი მთავრობის მიერ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნულმა კენეშბეკ დიუშებაევმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის ბიშკეკში წესრიგი აღდგენილია და ძარცვის და პრეზიდენტ ბაკიევის მომხრეთა მიერ პროვოცირებული შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტები აღარ განმეორდება.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა სააგენტო ფრანს-პრესს დღეს განუცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებისგან მის ფაქტობრივ ჩამოშორებასთან არც რუსეთს და არც აშშ-ს კავშირი არ ჰქონიათ. ბაკიევმა , რომელიც ამჟამად ყირგიზეთის სამხრეთით იმყოფება, კვლავ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, ხუთშაბათს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ყურმანბეკ ბაკიევმა განუცხადა, რომ გარეშე ძალების გარეშე ყირგიზეთში მსგავსი კოორდინირებული ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, კონკრეტული ქვეყანა მას არ დაუსახელებია

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის დელეგაცია მოლაპარაკებისთვის მოსკოვში გაემგზავრა - ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი დროებითი მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, სააგენტოს წყაროს არ დაუკონკრეტებია, რა თემებზე და ვისთან გაიმართება მოლაპარაკება რუსეთის დედაქალაქში.
XS
SM
MD
LG