Accessibility links

logo-print

”ალიანსს საქართველოსთვის” სალომე ზურაბიშვილის პარტია ”საქართველოს გზა” შეუერთდა


”ალიანსს საქართველოსთვის” დღეს სალომე ზურაბიშვილის პარტია ”საქართველოს გზა” შეუერთდა. გაერთიანების მიზეზად სალომე ზურაბიშვილმა ალიანსის პოლიტიკურ სუბიექტებთან მსოფლმხედველობრივი თანხვედრა და ხელისუფლების მხოლოდ არჩევნებით შეცვლის კურსი დაასახელა. თავის მხრივ, ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდა და არჩევნებით ხელისუფლების შესაცვლელად უკვე ოთხი პარტიის ერთობაა.
XS
SM
MD
LG