Accessibility links

logo-print

პრაიმერის ინიციატორთაგან თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური იქნება


თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური

თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური

თბილისის მერის პოსტზე პრაიმერის ინიციატორთა ერთიანი კანდიდატი კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება. კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებით, რომელიც ”ეროვნულმა საბჭომ” დღევანდელ ყრილობაზე გამოაცხადა, ძიძიგურს მხარი გამოკითხულთა 51,9%-მა დაუჭირა. რაც შეეხება ხალხის პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს, ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება. ”ეროვნული საბჭოს” ცნობით, თბილისში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში 12 ათასი მოქალაქე მონაწილეობდა. როგორც ყრილობაზე ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, “ეროვნული საბჭო” მძლავრ და აგრესიულ საარჩევნო კამპანიას იწყებს.
XS
SM
MD
LG