Accessibility links

logo-print

გაიმართა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის დაწყების ცერემონია


დღეს ოფიციალურად გაიხსნა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობის პროცესი. გაზსადენი რუსეთს და გერმანიას ბალტიის ზღვით დააკავშირებს ერთმანეთთან. ცერემონია რუსეთის ქალაქ ვიბორგთან ახლოს გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის თქმით, ეს გაზსადენი „რუსეთის გაზს დასავლეთ ევროპაში პირველად ჩაიტანს პირდაპირ, სატრანზიტო ტერიტორიების გვერდის ავლით.“ ცერემონიას ასევე ესწრებოდა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, გიუნტერ ოტინგერი. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ცერემონიაზე სიტყვა სატელიტის მეშვეობით ბერლინიდან წარმოთქვა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს. რუსეთი იმედოვნებს, რომ შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩატანას შესძლებს.
XS
SM
MD
LG