Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ თბილისში მშენებარე ობიექტები დაათვალიერეს


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის მერთან ერთად, გმირთა მოედანზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა და გიგი უგულავას ვარაზისხევის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობის იდეა მოუწონა. დღესვე პრეზიდენტი იმყოფებოდა რიყეზე, სადაც ახალი, "მშვიდობის ხიდი" შენდება. "ყოველგვარი საარჩევნო კამპანიის კონტექსტის და პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე, დავიდოთ გულზე ხელი და ყველაზე მკაცრმა კრიტიკოსმა თქვას, ოდესმე, რომელიმე პერიოდში, თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, გაკეთებულა თუ არა ამ ქალაქში ერთჯერადად ამდენი, რამდენიც შენდება დღეს"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, პირველი აღიარება და მადლობა ეკუთვნით მუშებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე აღმშენებლების პროცესებში არიან ჩართული და 24 საათის განმავლობაში მუშაობენ
XS
SM
MD
LG