Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში სპეცოპერაცია მიმდინარეობს


ინგუშეთში, ეკაჟევოს დასახლებაში გრძელდება სპეცოპერაცია. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ ინგუშეთის პროკურორმა იური ტურიგინმა აცნობა, მოკლულია სულ მცირე სამი მეამბოხე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სახლში უშიშროების ძალებს ექსტრემისტების ჯგუფი ჰყავდათ გარშემორტყმული. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპა ერთი მილიციელი, დაიჭრა სამი სამხედრო. მილიციელი მაშინ დაიღუპა, როდესაც უცნობმა ქალმა ალყის გარღვევა შესძლო და, წინასწარი ინფორმაციით, შეეცადა ნაზრანის პოლიციის მეთაურისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - ბოლოს კი თავი აიფეთქა.
XS
SM
MD
LG