Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ პრაღა დატოვა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დატოვა პრაღა, სადაც მან ხელი მოაწერა რუსეთთან დადებულ ისტორიულ დოკუმენტს ბირთვული განიარაღების თაობაზე. ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, ცივი ომის პერიოდის მეტოქეები თავიანთ ბირთვულ შეიარაღებას დაახლოებით ერთი მესამედით ამცირებენ. ახალი დოკუმენტი ცვლის 1991 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც დეკემბერში გაუვიდა ვადა. ხუთშაბათს საღამოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეხვდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების 11 ლიდერს, რომლებიც შიშობენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობამ შეიძლება მათი ინტერესები შელახოს. ობამამ პრაღაში 26 საათზე ნაკლები დაჰყო და ქალაქი განსაზღვრულ დროზე დაახლოებით ერთი საათით ადრე დატოვა.
XS
SM
MD
LG