Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა კარზაის მხარდაჭერას უცხადებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თავის ავღანელ კოლეგას ალ-ყაიდის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში „უმნიშვნელოვანესი პარტნიორი“ უწოდა - თუმცა დასძინა, რომ ჰამიდ კარზაის საშინაო პოლიტიკაში გარკვეული გამოწვევები კვლავაც გადასალახი აქვს. ობამა ამ განცხადებებით ტელეკომპანია ABC-სთან საუბრისას გამოვიდა. ახლახან კარზაიმ ვაშინგტონის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან უცხოელებს ავღანეთის საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი. აშშ-ს განცხადებით, ობამასა და კარზაის შეხვედრა ვაშინგტონში დანიშნულ დროს, მომავალ თვეში გაიმართება.
XS
SM
MD
LG