Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფაში დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი


როგორც იტყობინებიან, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა ტუ-154 ტიპის თვითმფრინავმა, რომლითაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მგზავრობდა. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი 132 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თითქმის ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში. კაჩინსკის მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. როგორც იტყობინებიან, მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაების უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG