Accessibility links

კლინტონი: აშშ-სა და რუსეთის ხელშეკრულებამ შესაძლოა ირანთან მიმართებით ჩინეთის მხარდაჭერა მოიტანოს


აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, ბირთვული განიარაღების თაობაზე აშშ-სა და რუსეთის მიერ მიმდინარე კვირაში ხელმოწერილმა დოკუმენტმა შესაძლოა ჩინეთის მხარდაჭერა მოიტანოს ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხზე, ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის გამო. როგორც კლინტონმა კენტუკის შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა, ჩინეთი გასული თვის განმავლობაში დარწმუნდა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ მოქმედება აუცილებელია. კლინტონის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გაფორმებულმა ახალმა ხელშეკრულებამ - რომელსაც ხუთშაბათს პრაღაში მოაწერეს ხელი პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დმიტრი მედვედევმა - შესაძლოა სხვა ქვეყნებიც დაიყოლიოს თეირანისთვის „სერიოზული“ სანქციების დაწესებაზე. ხუთშაბათს გაეროში ჩინეთის ელჩი შეუერთდა კოლეგებს ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდან აშშ-ის პროექტის განხილვაში ირანისთვის სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესების თაობაზე იმის გამო, რომ ირანმა არ შეაჩერა ურანის გამდიდრება - რაც, დასავლეთის ქვეყნების შიშით, შესაძლოა ატომური ბომბის შექმნას ემსახურებოდეს.
XS
SM
MD
LG