Accessibility links

logo-print

მედვედევმა დაგმო შვილად აყვანილი ბიჭის რუსეთში დაბრუნების ფაქტი


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა დაგმო ამერიკელი ქალის გადაწყვეტილება თვითმფრინავში მარტო ჩაესვა და უკან, მოსკოვში დაებრუნებინა მის მიერ ნაშვილები 7 წლის რუსი ბიჭი. ამერიკული ტელეკომპანია ABC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევი გამოვიდა ინიციატივით აშშ-ს მთავრობასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რათა მომავალში მსგავს შემთხვევებს მონიტორინგი გაეწიოს და ნაშვილები ბავშვების მდგომარეობა შესწავლილი იყოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს აშშ-ს მოქალაქეების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანა მანამ, სანამ ამ პროცესის შესახებ ახალი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გაფორმდება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფილიპ კროულის თქმით, აშშ-ს მთავრობა „ცხადია ძალიან შეშფოთებულია“ ამ შემთხვევის გამო და ესმის რუსული მხარის უკმაყოფილება. თუმცა, კროულიმ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელებს რუსი ბავშვების შვილად აყვანა მომავალშიც შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG