Accessibility links

logo-print

ლეხ კაჩინსკის სიკვდილს მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან


პოლონეთის პრეზიდენტის სიკვდილს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ეხმაურებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ავიაკატასტროფაში კაჩინსკის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვა უდიდესი დანაკარგია პოლონეთისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის. პოლონელ ხალხს სამძიმარი გაუგზავნეს რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა და პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც. პუტინი სათავეში ჩაუდგა ავარიის მიზეზების საგამოძიებო კომისიას. მწუხარება გამოთქვეს გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერებმა. პოლონელ ხალხს სამძიმარი გაუგზავნეს ავღანეთის პრეზიდენტმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა.
XS
SM
MD
LG