Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ლიდერი ბაკიევის დაპატიმრების პერსპექტივას განიხილავს


ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლების ლიდერის განცხადებით, მისი მთავრობა ქვეყნის პრეზიდენტის დაპატიმრების პერსპექტივას განიხილავს იმ ათობით ადამიანის სიკვდილის გამო, რომლებიც მიმდინარე კვირაში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებსა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლნენ. როზა ოტუნბაევამ სააგენტო როიტერს უთხრა, რომ ყურმანბეკ ბაკიევის ნათესავების და მოკავშირეების მიმართ დაპატიმრების ორდერები უკვე გაცემულია. ბაკიევი, რომელიც თავს ქვეყნის სამხრეთს, ჯალალაბადის რეგიონს აფარებს, აცხადებს, რომ სროლის ბრძანება მას არ გაუცია. ამასთან, ბაკიევი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს და რომ მისი მოკვლის ნებისმიერი მცდელობა ყირგიზეთში სისხლისღვრას მოიტანს. პარალელურად, პრეზიდენტის დაცვის უფროსმა, იანუბეკ ბაკიევმა, სააგენტო „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ მცველებს მისცა ბრძანება საპროტესტო აქციის შეიარაღებული მონაწილეებისთვის ცეცხლი გაეხსნათ, ხოლო მათთვის, ვინც ქვებს ისროდა, ფეხებში ესროლათ იარაღიდან.
XS
SM
MD
LG