Accessibility links

logo-print

ჰოლბრუკი და პეტრეუსი ქაბულში კარზაის შეხვდნენ


შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი, რიჩარდ ჰოლბრუკი და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალი დევიდ პეტრეუსი დღეს ქაბულში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდნენ და ავღანეთში არსებული საერთო გამოწვევები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. ქაბულში მიმდინარეობს კონფერენცია, რომელზეც ავღანეთში შეერთებული შტატების სამოქალაქო და სამხედრო როლზე მსჯელობენ. კონფერენციაში მაღალი რანგის ამერიკელი და ავღანელი ოფიციალური პირები მონაწილეობენ, მნიშვნელოვან მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. იანვარში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გამოაცხადა გრძელვადიანი, არა-სამხედრო შინაარსის გეგმა, რომელიც ავღანეთის და პაკისტანის სტაბილიზაციაზეა მიმართული. გეგმა ითვალისწინებს სამოქალაქო ექსპერტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას - რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ავღანეთში მიწათმოქმედების განვითარებაში, სამთავრობო პროგრამების ამოქმედებასა და შეიარაღებული ოპოზიციის საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესებში.
XS
SM
MD
LG