Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალექსანდრე რუსეცკი


ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი

ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი

12 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი. მან ისაუბრა 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პოლონეთში არსებულ ვითარებაზე. რუსეცკის თქმით, ამ ტრაგედიამ პოლონელი ერი გააერთიანა. პოლონეთის პრობლემა არ არის მხოლოდ პოლონეთის პრობლემა, - ამბობს რუსეცკი. პოლიტოლოგი თვლის, რომ ლეხ კაჩინსკის ეპოქა ამ ტრაგედიით არ სრულდება, რადგან პოლონეთის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები შენარჩუნდება და საგარეო პოლიტიკის კურსიც უცვლელი დარჩება, რისი გარანტიც პოლონეთის მოსახლეობა იქნება. ალექსანდრე რუსეცკიმ ისაუბრა კატინის ტრაგედიის აღიარების დიდ მნიშვნელობაზეც.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG