Accessibility links

logo-print

ევროკავშირში გლოვის დღეა


ევროკავშირში 12 აპრილი გლოვის დღედ არის გამოცხადებული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვის გამო. კაჩინსკისთან ერთად თვითმფრინავში იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური თუ საეკლესიო პირები. ევროკავშირის შენობაზე დროშებია დაშვებული და ყველა ღონისძიება დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი ორწუთიანი დუმილით დაიწყება.

XS
SM
MD
LG