Accessibility links

logo-print
ყირგიზეთში მომხდართან ”მესამე ძალა” არაფერ შუაშია - განაცხადა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი გიორგობიანთან საუბარში. ამის შესახებ რუსული სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყირგიზული მხარე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს 2010 წლის 7 აპრილს ყირგიზეთში მომხდარ მოვლენებთან მესამე ძალას ჰქონდა კავშირი. ”ქართულ მხარეს განემარტა, რომ განვითარებული მოვლენები წინა ხელისუფლების ქმედებების გამო ყირგიზ ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების შედეგია” - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ჰუმანიტარული დახმარების გამო.
XS
SM
MD
LG