Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტს შაბათს დაკრძალავენ


პოლონეთის მედიის ცნობით, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, რომელიც რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, შაბათს დაკრძალავენ. თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის უმაღლესი რანგის დელეგაცია იმყოფებოდა, 10 აპრილს, ქალაქ სმოლენსკის აეროპორტში დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა. 96 დაღუპულს შორის, პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, მისი მეუღლეც არის. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადიოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც აპირებს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას. დღეს რუსეთში გლოვის დღეა გამოცხადებული. რუსი გამომძიებლები ავიაკატასტროფის მიზეზად მფრინავის შეცდომას ვარაუდობენ. კაჩინსკი და მისი დელეგაცია შაბათს რუსეთში მიემგზავრებოდნენ, რათა დასწრებოდნენ 1940 წელს კატინში ათასობით პოლონელის დახოცვის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას.
XS
SM
MD
LG