Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის განცხადებით, შეტაკებების შედეგად 40-ზე მეტი ექსტრემისტი და ორი ჯარისკაცი დაიღუპნენ


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 40-ზე მეტი ექსტრემისტი და ორი პოლიციელი დაიღუპნენ ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში შეტაკებების შედეგად. ამ წყაროს ცნობით, მეამბოხეებმა იერიში განახორციელეს ორ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, რასაც ბრძოლა მოჰყვა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უშიშროების ძალებმა შეძლეს იერიშების მოგერიება ქვემო ორაკზაის რეგიონში. საქმე ეხება ბოლო შეტაკებებს რეგიონში, რომელშიც სამხედროებმა მარტში წამოიწყეს ოპერაცია პაკისტანელი თალიბების წინააღმდეგ. საჰაერო რეიდების და ხმელეთზე შეტაკებების შედეგად სამ კვირაში 300-ზე მეტი სავარაუდო ექსტრემისტი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG