Accessibility links

ყირგიზეთში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზამ განაახლა სრული დატვირთვით მუშაობა


ყირგიზეთში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზამ, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის, სრული დატვირთვით მუშაობა განაახლა. ოპერაციები შეზღუდული იყო ყირგიზეთში არულობის შემდეგ და დღეს აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ საჰაერო ბაზამ ჩვეული მუშობა განაახლა. ასევე საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკი ოთხშაბათს ჩავა ყირგიზეთში და შეხვდება დროებითი მთავრობის წევრებს. 10 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესაუბრა გარდამავალი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელს, როზა ოტუნბაევას.
XS
SM
MD
LG