Accessibility links

საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს ცნობას ისრაელში ქართველი ტურისტების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელში თავშესაფარი ითხოვა 45-მა ქართველმა ტურისტმა. კალანდაძის განცხადებით, ისრაელში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები 13 აპრილს გაესაუბრებიან საქართველოს მოქალაქეებს და მათი გადაწყვეტილების მიზეზების დადგენას შეეცდებიან. ნინო კალანდაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოს მოქალაქეების თხოვნა ისრაელში თავშესაფრის შესახებ არ დაკმაყოფილდება და მათი დეპორტაცია მოხდება.
XS
SM
MD
LG