Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ბირთვული იარაღის შესახებ კონფერენციას მასპინძლობს


47 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები იკრიბებიან კონფერენციაზე ვაშინგტონში, სადაც იმსჯელებენ ტერორისტების ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნის საფრთხეზე. ორდღიანი კონფერენციის დაწყებამდე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უსაფრთხოებისთვის უდიდეს მუქარად დაასახელა ალ-ყაიდის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი. კვირას ობამამ პირისპირ მოლაპარაკებები გამართა ვაშინგტონში კონფერენციაზე დასასწრებად ჩასულ რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან ობამას შეხვედრა არ გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის გამგზავრებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგებოდა. კალანდაძის თქმით, ამის გამო, პრეზიდენტ ობამას ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელშიც ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG