Accessibility links

თბილისში, პოლონელი ხალხისადმი თანაგრძნობის ჩანაწერებს სამძიმრის წიგნში აკეთებენ


საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთს სამძიმარი დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პოლონელი ხალხისადმი სამძიმრის გამოსათქმელად კვლავ მიდიან საქართველოს რიგითი მოქალაქეები, მთავრობის, პარლამენტის და პოლიტიკური პარტიების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სამძიმრის წიგნში დღეს ჩანაწერი დატოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც პირადად მიუსამძიმრა საქართველოში პოლონეთის ელჩს ურშულა დოროშევსკას.
XS
SM
MD
LG