Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციას ჰმართებს მასთან მოსალაპარაკებლად მისვლა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა, რომლის ხელისუფლებასაც ოპოზიცია დამხობილად მიიჩნევს, დღეს განაცხადა, რომ ოპონენტებს ჰმართებთ მასთან მისვლა, თუ მოლაპარაკება სურთ. ბაკიევმა მშობლიურ სოფელ ტეიტში ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონიერი პრეზიდენტია. დროებითი მთავრობა ბაკიევის გადადგომას მოითხოვს მას შემდეგ, რაც 7 აპრილს 81 ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალების მიერ ოპოზიციის მომხრეებისათვის ცეცხლის გახსნის შედეგად. ბაკიევი უარყოფს დემონსტრანტების დახოცვასთან რაიმე კავშირს. დღეს უფრო ადრე მან საკუთარ მომხრეებს მიმართა მშობლიურ სოფელში, რომელიც სამხრეთ ყირგიზეთში მდებარეობს და განაცხადა, რომ აპირებს სამხრეთში მისდამი მხარდაჭერის კონსოლიდაციას.
XS
SM
MD
LG