Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი ფრანგი მძევლების დახოცვით იმუქრება


დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, თალიბანი იმუქრება, რომ სიკვდილით დასჯის მძევლად აყვანილ ორ ფრანგ ჟურნალისტს, თუ მათ სანაცვლოდ რამდენიმე პატიმარს არ გაათავისუფლებენ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში თალიბანის პერს-მდივანი აბდულაჰ ალ-ვაზირი აცხადებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას წარუდგინეს გასათავისუფლებელი პატიმრების სია. ორი ჟურნალისტი 30 დეკემბერს მოიტაცეს ავღანეთის დედაქალაქთან.
XS
SM
MD
LG