Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი ირანისთვის ნავთობით ვაჭრობაზე სანქციების დაწესების წინააღმდეგია


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვარაუდით, ირანისთვის ენერგეტიკის სფეროში სანქციების დაწესებას შესაძლოა, „ჰუმანიტარული კატასტროფა“ მოჰყვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში სანქციებს ამერიკელი კანონმდებლები ემხრობიან. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამას თვალყურის დევნება სჭირდება, მაგრამ გაეროს სანქციებს ის არ უნდა მოჰყვეს, რომ ირანელებს „მთელი მსოფლიო შესძულდეთ“. დასავლეთის ქვეყნებში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბომბის შექმნას ემსახურება. ირანი კი ირწმუნება, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს. მედვედევმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციები არ უნდა იყოს მიმართული ირანის ნავთობით ვაჭრობის წინააღმდეგ. რუსეთი მხარდაჭერას უცხადებს ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების გამკაცრებისაკენ მიმართულ ძალისხმევას და მედვედევი დღეს ჩადის ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG