Accessibility links

logo-print

აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება ყირგიზეთის დროებით მთავრობას


აშშ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ყირგიზეთის დროებით მთავრობას შეხვდებიან. აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე რობერტ ბლეიკი როზა ოტუნბაევასა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ხელისუფლების დროებითი მთავრობით შეცვლის შემდეგ ბლეიკი იქნება აშშ-ს ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც ყირგიზეთში ჩადის. მან განაცხადა, რომ აშშ ოფიციალურად არ ცნობს თვით-გამოცხადებულ მთავრობას, თუმცა, არ თვლის, რომ მან ძალაუფლება ამბოხების გზით მოიპოვა. ბლეიკი არ გეგმავს ბაკიევთან შეხვედრას.
XS
SM
MD
LG