Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პრეზიდენტ ბაკიევს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჩამოართვა


ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პრეზიდენტ ბაკიევს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჩამოართვა. დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აზიმბეკ ბეკნაზაროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყურმანბეკ ბაკიევს დააპატიმრებენ, თუ დღეს ის ბიშკეკში არ დაბრუნდება და მოსახლეობას სამოქალაქო ომისკენ კვლავ მოუწოდებს. ბეკნაზაროვის თქმით, ბაკიევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, რომელი მუხლით, მას არ განუმარტავს. დღესვე ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ძმის და უფროსი ვაჟის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის დაპატიმრების სანქცია გასცა. ძებნილად გამოცხადებულ ამ პირებს შვიდ აპრილს, ბიშკეკში დემონსტრანტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG