Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოკ-ი გამოაქვეყნებს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზს


19 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) გამოაქვეყნებს ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზს - ამის შესახებ როიტერის სააგენტო იუწყება. მისივე ცნობით, სოკ-მა უკვე მიიღო საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები, რომელსაც საჯაროდ გამოქვეყნებამდე ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი გაეცნობა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი დაიღუპა 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურად გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საწვრთნელი დაშვებისას მიღებული ტრავმის შედეგად.
XS
SM
MD
LG