Accessibility links

ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ბაკიევს დღის ბოლომდე ჩაბარებისკენ მოუწოდებს


ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს დღის ბოლომდე მისცა დრო რათა მათ ჩაბარდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ემუქრებიან, რომ ქვეყნის სამხრეთზე, რომელსაც თავს აფარებს, იერიშს მიიტანენ. ბაკიევი ჯალალაბადის რეგიონში მას შემდეგ წავიდა, რაც სამხედროებმა 7 აპრილს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ძალადობამ 80-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ამბოხებას დაუდო საფუძველი. დროებითი მთავრობის ლიდერის მოადგილემ, აზიმბეკ ბეკნაზაროვმა დღეს თქვა, რომ გაცემულია ბრძალება ბაკიევისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ბეკნაზაროვის თქმით, თუ ბაკიევი დღის ბოლომდე არ ჩაბარდება, მას დააპატიმრებენ. პარალელურად, ჯალალ-აბადის რეგიონში ბაკიევის დაახლოებით 4,000 მომხრე მეორე დღეა აქციებს მართავს.
XS
SM
MD
LG