Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატიაშ ეორშიმ დევნილთა დასახლებები მოინახულა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც მატიაშ ეორში ხელმძღვანელობს, საქართველოში აგვისტოს ომის შემდგომი ვითარების შესწავლას განაგრძობს. დღეს დელეგაციის წევრები წეროვანში დასახლებულ დევნილებს და შიდა ქართლის სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ცოტა ხნის წინ, სოფელ ერგნეთში გაემგზავრნენ. წინასწარი პროგრამით, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც უნდა ჩავიდნენ, თუმცა, როგორც მატიაშ ეორშიმ განაცხადა, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
XS
SM
MD
LG