Accessibility links

logo-print

აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელეს


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ ვაშინგტონში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მსვლელობისას ირანის ატომურ პროგრამაზე იმსჯელეს. ეროვნული უშიშროების სფეროში თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯეფ ბეიდერის თქმით, პეკინმა ვაშინგტონთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თუმცა შეხვედრას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. ჩინეთის მხარის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სანქციების საკითხი ნახსენები არ არის. განცხადების თანახმად, ჩინეთი იმედოვნებს რომ ყველა მხარე გაააქტიურებს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი მოლაპარაკების გზით გადაიჭრას.
XS
SM
MD
LG