Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-15 ხუთმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა


კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით მე-15 შეხვედრა, რომელიც ოკუპირებულ ქალაქ გალში გაიმართა. საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის ცნობით, დღევანდელი შეხვედრისას ადამიანის უფლებათა დაცვის და ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების ტრადიციული საკითხების გარდა, ქართული პოლიციის საგუშაგოებთან რუსული სასაზღვრო კატარღების მიახლოების ფაქტებიც განიხილეს. უტიაშვილის განცხადებით, თბილისის დელეგაციამ რუსეთისგან ამ პროვოკაციული მოქმედების შეწყვეტა მოითხოვა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შემდეგი შეხვედრა 5 მაისს გაიმართება
XS
SM
MD
LG