Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს განაგრძობს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მათიაშ ეორში და დევიდ ვილშაიაერი რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არ შეუშვეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სოფელ ერგნეთიდან იუწყება, მოგვიანებით, ოკუპირებული რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მივიდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი, რომელმაც ევროსაბჭოს მომხსენებლებს განუცხადა, რომ ცხინვალში რუსეთის ტერიტორიიდან უნდა ჩასულიყვნენ. ერგნეთიდან ეორში და ვილშაიაერი სოფელ ნიქოზში გაემგზავრნენ. მანამდე ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები წეროვანში დასახლებულ დევნილებს და შიდა ქართლის სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG