Accessibility links

logo-print

ვარშავაში პრეზიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ცხედრები პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს


პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის, მარიას ცხედრები ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში ასვენია, რათა პოლონეთის მოქალაქეებს საშუალება მიეცეს მათ ხსოვნას პატივი მიაგონ. კაჩინსკები, კიდევ 94 პირთან ერთად, რუსეთში, სმოლენსკთან ახლოს შაბათს მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. პოლონეთის დელეგაციას მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი განცხადების თანახმად, დაღუპულთაგან თითქმის ნახევარი უკვე ამოცნობილია. იდენტიფიკაცია პირველად პრეზიდენტ კაჩინსკის ჩაუტარდა. ის ვარშავაში კვირას გადაასვენეს, მისი მეუღლე, მარია - დღეს. როგორც იუწყებიან, კაჩინსკებს კვირის ბოლოს დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG