Accessibility links

logo-print

კარაჯიჩის სასამართლო პროცესი განახლდა


ჰააგაში, გაეროს ტრიბუნალმა განაახლა ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის პროცესი. მას ბრალი გენოციდის მოწყობაში ედება. კარაჯიჩის პროცესი ოქტომბერში პროკურორის სიტყვით გაიხსნა. დღეს მის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემის პირველი დღე იყო. კარაჯიჩს ბრალი ედება ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და გენოციდის მოწყობაში - მათ შორის 1995 წელს სრებრენიცაში 7,000-ზე მეტი მუსულმანი ბიჭის და მამაკაცის დახოცვაში.

XS
SM
MD
LG