Accessibility links

logo-print
გაზაფხული, სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ყოველთვის ხასიათდება ისეთი სტიქიური მოვლენების მატებით, როგორებიცაა მდინარეების ადიდება, წყალდიდობა, მეწყერი. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი გაზაფხულია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლად, არაერთი პრობლემა და თავსატეხი გაუჩინა. ამ პრობლემებს შორის გვხვდება ისეთებიც, რომლის პრევენციაზე საუბარი წლიდან წლამდე უშედეგოდ გრძელდება. ამ ტიპის განმარტებები უხვად შეგხვდებათ დღევანდელ პროგრამაშიც, რომელშიც ჩვენი კორესპონდენტები ამ დღეებში მომხდარ სტიქიურ მოვლენებსა და სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი კომისიების საქმიანობის შედეგებზე მოგითხრობენ. მოისმინეთ სიუჟეტები რაჭიდან, კახეთიდან, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან.
XS
SM
MD
LG