Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ავიაიერიშებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


პაკისტანიდან მიღებული ცნობების თანახმად ათეულობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ავიადარტყმების შედეგად, რომელიც ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს მეამბოხეთა სავარაუდო თავშეფარებზე განხორციელდა. პაკისტანის არმიის სარდლობა უარყოფს მშვიდობიანი ადამიანების დაღუპვას. თუმცა ანონიმურობის დაცვით ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაღუპული ოჯახების წევრებმა თემურ ხუბერის რაიონში უკვე მიიღეს საკმაოდ სოლიდური კომპენსაცია 125 ათასი დოლარის ოდენობით. ავიადრატყმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა და, როგორც ამტკიცებენ, 71 ადამიანი დაიღუპა. სამშაბათს, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთი სოფლის უხუცესმა განაცხადა, რომ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავიდან განხორციელბულ იერიშს 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პაკისტანის ხელისუფლება ამბობს, რომ დაიღუპა ოთხი მემაბოხე.
XS
SM
MD
LG