Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ ღაზაში მეამბოხეები გაანადგურა


ისრაელის არმიამ საავიაციო ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო პალესტინელ მეამბოხეებს ღაზის სექტორში. ექიმებისა და თვითმხილველების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. როგორც იუწყებიან, საუბარია რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრებზე. იერიში შვეულმფრენებიდან განხორციელდა. ცეცხლი გაიხსნა ტანკებიდანაც. სამხედროები აცხადებენ, რომ პალესტინელების ჯგუფი ცდილობდა ასაფეთქებელი ნივთერების დამონტაჟებას სასაზღვრო ნაგებობების სიახლოვეს.
XS
SM
MD
LG