Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე მოკლა


აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ მოკლა საქართველოს მოქალაქე, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მკვიდრი, 16 წლის ახმედ გაორგაშვილი. „ინტერპრესნიუსის“ სააგენტოს ცნობით, ტრაგიკული ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გაორგაშვილი აზერბაიჯანის საზღვარზე საქონლის მოსაბრუნებლად გადავიდა. მიღებული ცნობების თანახმად, მას გაუფრთხილებლად გაუხსნეს ცეცხლი. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG