Accessibility links

logo-print

ასობით ადამიანი დაიღუპა ჩინეთში მიწისძვრის შედეგად


დღეს დილით ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი ახლაც ნანგრევებშია მოყოლილი. 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის მოშორებულ იუშუს რეგიონში დაფიქსირდა. სამაშველო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილები ასობით კილომეტრითაა დაშორებული აეროპორტს.

XS
SM
MD
LG