Accessibility links

logo-print

ობამამ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის


ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში, გაიმართა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ხანმოკლე შეხვედრა. მის მსვლელობაში ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გარდა ამისა, ობამა მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისადმი.

თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს საერთო პასუხისმგებლობა ბირთვული მასალების კონტროლთან და გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG