Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლალი ეზუგბაია


ლალი ეზუგბაია, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი

ლალი ეზუგბაია, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი

14 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლალი ეზუგბაია, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. მან ისაუბრა ენაში ნორმების დამკვიდრების პროცესზე, შეცდომებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ჟურნალისტები. ლალი ეზუგბაია თვლის, რომ მედიის გავლენა სიტყვის ამა თუ იმ ფორმის დამკვიდრებაზე ძალიან ძლიერია. დილის გადაცემის სტუმარმა ისაუბრა ენათმეცნიერების ინსტიტუტის მუშაობაზეც. ქართული ენის დღეს ინსტიტუტი წარმოადგენს ახალ ვებსაიტს - ”ქართული ენა”, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინფორმაციას, იქნება ინტერაქტიული. შესაბამისი რესურსის გამონახვის შემთხვევაში, ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადდება ქართული ენის ელექტრონული განმარტებითი ლექსიკონი. დღეს ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ახალ რედაქციაზე.
XS
SM
MD
LG