Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აპრილი დედაენის დღეა


დედაენის ძეგლი თბილისში
დედაენის ძეგლი თბილისში
დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ. თბილისში, დედაენის ძეგლთან დილიდანვე შეიკრიბნენ მოსწავლეები, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

დედაენის დღის დაწესების მიზეზი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გახდა - საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა.

პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG