Accessibility links

logo-print

აშშ მზად არის, დაეხმაროს ყირგიზეთის დროებით მთავრობას


აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რობერტ ბლეიკი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად არის დახმარება აღმოუჩინოს ყირგიზეთის დროებით მთავრობას. ბლეიკი ამ განცხადებით დროებითი მთავრობის ლიდერ როზა ოტუნბაევასთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და დასძინა, რომ ახალი მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ოპტიმისტურად უყურებს. ყირგიზეთში თვითგამოცხადებული მთავრობის შექმნა დედაქალაქიდან პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გაქცევას მოჰყვა, მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს 7 აპრილს ცეცხლი გაუხსნეს. ძალადობას 80-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ოტუნბაევამ დღეს თქვა, ბაკიევი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგესო - თუმცა ამავე დროს არც მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა გამორიცხა.
XS
SM
MD
LG