Accessibility links

logo-print

პრეზიდენტისთვის პატივის მისაგებად პოლონელები საათობით დგანან რიგში


პოლონელები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, წვიმის ქვეშ, რიგში იდგნენ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლე მარიას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. კაჩინსკები და მათთან ერთად კიდევ 90-ზე მეტი ადამიანი შაბათს, დასავლეთ რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. პრეზიდენტის და პირველი ლედის ცხედრები ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეშია დასვენებული. რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, მსხვერპლთაგან 64 უკვე ამოცნობილია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ დღეს თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 21 აპრილს გამოაცხადებს, დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ. კაჩინსკებს კვირას დაკრძალავენ. ცერემონიაზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩავა. საქართველოდან დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები, რომლებსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებენ.
XS
SM
MD
LG