Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მიწისძვრას დაახლოებით 400 ადამიანი ემსხვერპლა


ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთ მოშორებულ, მთიან რეგიონში დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც დაახლოებით 400 ადამიანი ემსხვერპლა. ბევრი, მათ შორის ბავშვები, ნანგრევებშია მოყოლილი. ოფიციალური ცნობებით, დაშავებულია 8,000 პირი. 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იუშუს რეგიონში მოხდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა სატელეკომუნიკაციო ქსელები, ელექტროენერგიის სადენები და ჩამოწვა მეწყერები. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, რომლებიც სკოლის დანგრევას ემსხვერპლნენ. როგორც იუწყებიან, მაშველები ნანგრევებში შიშველი ხელებით მუშაობენ. ამ ეტაპზე სულ მცირე 32 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
XS
SM
MD
LG