Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ოპოზიციური ჟურნალის რედაქტორი აცხადებს, რომ რედაქციაში პოლიცია შევიდა


რუსეთში გამომავალი ოპოზიციური ჟურნალის, The New Times-ის რედაქტორი აცხადებს, რომ რედაქციაში დღეს პოლიცია შევიდა. პოლიციას ცილისწამების მუხლით საქმე აქვს აღძრული ჟურნალში პოლიციის მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ირგვლივ. რედაქციამ დღეს პოლიციას უარი უთხრა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გადაცემაზე. ჟურნალის წარმომადგენლებმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში საკასაციო სარჩელი შეიტანეს ტვერის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამომძიებლები დოკუმენტაციის მოპოვებას ცდილობდნენ. გამოძიებას სურს დაადგინოს წყაროები, რომლებსაც ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია „ომონის მონები“ ეყრდნობოდა. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ევგენია ალბაცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალი თავისი საინფორმაციო წყაროების ვინაობას კვლავაც დაიცავს.
XS
SM
MD
LG