Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის საკითხზე ისაუბრეს


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას დაადასტურა ვაშინგტონში, სადაც ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართა. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი ობამა მიესალმა დემოკრატიული რეფორმებისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგულებას და მადლიერება გამოხატა ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობის გამო. თეთრი სახლი იუწყება, რომ პრეზიდენტებმა ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის საკითხზეც ისაუბრეს. დღეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდება.
XS
SM
MD
LG