Accessibility links

საქართველოში უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფს გამდიდრებული ურანი ჩამოართავეს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მარტში დააკავა უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელსაც მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდა. სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ, დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება. შსს-ს ინფორმაციით, უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფისთვის ჩამორთმეული ურანი ამჟამად უსაფრთხო ადგილას ინახება. მომხდარი ფაქტი საქართველომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა.
XS
SM
MD
LG